„ევროპული საქართველო“ საწვავზე აქციზის შემცირებას ითხოვს. პარტიაში განმარტავენ, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, პროდუქტზე ფასები იზრდება.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საწვავზე აქციზის შემცირებით ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება.
„დენის ტარიფის გაზრდამ, გაზის ტარიფის გაზრდამ და საწვავზე აქციზის გაზრდამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ფასების ზრდაზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწვება და ახლა, ჩვენ დავინახეთ 2017 წლის მონაცემები, რომ მთავრობამ აქციზის გაზრდით 450 მილიონი ლარი ამოიღო ხალხის ჯიბიდან. კვლავ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ მათ აქციზის გადასახადი საწვავზე შეამცირონ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.