20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
სააკაშვილი ვარაუდობს, რომ კიევში ხვალ დაგეგმილ საპროტესტო მარშზე პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან

მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ კიევში ხვალ დაგეგმილ საპროტესტო მარშზე პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

სააკაშვილის თქმით, კიევის ცენტრში ხვალ კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორებსაც პოროშენკოს ადმინისტრაციამ თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ ოპოზიციის მსვლელობას ხელი შეუშალონ.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ კრეშატნიკზე რკინის კონსტრუქციები აღმართა, რომ ოპოზიციისთვის სცენის მოწყობის საშუალება არ მიეცათ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ხვალ კიევში, ახალი წლის შემდეგ, პირველ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს გადადგომა იქნება.

დღის ამბები