06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
თურქეთის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. სასაზღვრო ქალაქ რეიჰანლიში 6 ჭურვი ჩამოვარდა. შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ვარაუდობენ, რომ სარაკეტო იერიში სირიის ტერიტორიიდან ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს. მათ წინააღმდეგ თურქეთის არმია სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციას უკვე ორი კვირაა, ატარებს.

გავრცელებული ცნობით, სამხედროებმა ამ პერიოდში 900-მდე ქურთი მებრძოლი მოკლეს. 

დღის ამბები