"ორგანიზებული დანაშაულის გავლენა, მაყურებლების ინსტიტუტი არსებობს ეს სკოლებში. არსებობს ფულზე თამაში, ფულის შეწერვა, გამოძალვა, ძალადობა, იარაღის ტარება, ნარკოტიკების ხმარება, ამან ყველაფერმა იმ ტრაგედიებმა მიგვიყვანა, რომელსაც საზოგადოება უყურებს, ორ კვირაში ერთხელ ამ ბავშვებს კლავენ, ჭრიან," - ამის შესახებ სამართალდამცავთა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ზაზა ჭაიამ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ზაზა ჭაიამ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება, როგორც არასრულწლოვნების მიერ, ასევე სრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გახშირებას დაუკავშირა.
„აღდგა ოჯახებზე, ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმები, გამოძალვა, რეკეტი, წილებში ჩაჯდომა. ეს გამოიწვია ორგანიზებული დანაშაულის მიმართ მოდუნებამ. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ისედაც მკაცრი კანონის კიდევ უფრო გამკაცრება,“ - განაცხადა ზაზა ჭაიამ.