20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ის, რომ ქუჩის აკადემია დაუბრუნდა უბანს, არანორმალური სიტუაციაა - 51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი

„ის, რომ დღეს სკოლაში მობილურების შეწერვა ხდება, ქურდული ავტორიტეტი, ე.წ. ქუჩის აკადემია დაუბრუნდა უბანს. ის, რომ დღეს არასრულწლოვანს შესაძლებლობა აქვს, ცივი იარაღი შეიძინოს თავისუფლად, თანაკლასელზე იძალადოს, ეს არის არანორმალური სიტუაცია. ეს მხოლოდ სკოლის პრობლემა არ არის. ეს სახელმწიფოს, მიდგომების პრობლემაა. დღეს ქურდული სამყაროს, ქურდული ავტორიტეტების პოპულარიზება ხდება,“ - ამის შესახებ 51-ე სკოლის ყოფილი დირექტორმა, დავით ლაგვილავამ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მე გახლავართ 51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი, რომელიც აწ უკვე პრეზიდენტმა და განათლების ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა, ყველა სასამართლო მოვუგე.

51-ე სკოლის ყოფილი დირექტორის თქმით, მანდატურის სისტემის დანერგვამ სკოლაში ძალადობისა თუ სხვა გადაცდომების შემცირება გამოიწვია.

„გარჩევები, ქურდული ავტორიტეტის გაფეტიშება 2000-იან წლებში იყო, უფრო ადრეც. 2005-დან 2013 წლამდე ვიყავი დირექტორი. 2006-2007 წლებამდე იყვნენ ე.წ. ქუჩის ბიჭები, რომლებიც უბანს აკონტროლებდნენ, იყო ფაქტები მობილურების წართმევა, ძალადობა, ეს სიტუაცია 2008 წლიდან საგრძნობად გამოსწორდა,“ - განაცხადა დავით ლაგვილავამ. 

დღის ამბები