„დღეს ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კრიმინალი წახალისებულია,“ - ამის შესახებ ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„14-18 წლამდე მოზარდები არის თაობა, რომელსაც სკოლაში ამ 5 წლის განმავლობაში უნდა შეესწავლა სამოქალაქო განათლება, უნდა ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფოებრივი აზროვნება, ისინი ხედავენ, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება სახელმწიფოში ჩამოშლილია და ხედავენ ძველბიჭური ტერმინოლოგიით პარლამენტში შენობაში პრემიერს ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ,“ - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.
ოპოზიციის წევრმა განათლების სისტემასა და სკოლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„არცერთი წინადადება მომისმენია განათლების მინისტრისგან იმ ფონზე, როცა კრიმინოგენული სიტუაცია სკოლებში საგანგაშოა, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია,“ - აღნიშნა კვიტაიშვილმა.