20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ ე.წ. „გირგვლიანის შესწორებები“ არ დაიკარგება და არ აორთქლდება ისე, როგორც ბევრი სხვა - გიორგი მარგველაშვილი

"იმედი მაქვს, რომ ე.წ. „გირგვლიანის შესწორებები“ არ დაიკარგება და არ აორთქლდება ისე, როგორც ბევრი სხვა ის მოლოდინი, რაც მქონდა," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ინიციატივას „გირგვლიანის შესწორებები“ მხარს უჭერს და მმართველ გუნდს სთავაზობს, ეს ინიციატივა „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.

„მე დღესაც, გუშინაც მითხრეს, რომ არის ისეთი დამოკიდებულება, თითქოს, მე ამის წინააღმდეგ გამოვედი. რეალურად, როგორც ყოველთვის, პოლიტიკოსებში არის მოსმენილის ან წაკითხულის აღქმის პრობლემა. ეს ძალიან სტანდარტული პრობლემაა პოლიტიკოსებში. რამდენიმე გამოსვლა მქონდა და ყველგან ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ ამ ცვლილებებს. მეტიც, მაქვს ჩემის სპეციფიკური წინადადებები, რა უნდა ჩაიწეროს ამ ცვლილებებში. კიდევ დავამატე, რომ მზად ვარ და ვმუშაობ იმაზე, რომ ჩამოვიყვანოთ ექსპერტები სხვა ქვეყნებიდან, რომ დაგვეხმარონ ხარისხიანი ცვლილებების განხორციელებაში,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოდის, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.


დღის ამბები