06 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სუ 25-ის კლასის მოიერიშე იდლიბის პროვინციაში ჩამოვარდა.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სუ-25-ს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც თვითმფრინავი დეესკალაციის ზონის პატრულირებას ახდენდა.

იერიშს პილოტი გადაურჩა. მან კატაპულტირება შეძლო, თუმცა, დაშვების შემდეგ მებრძოლებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჯებხათ ან ნუსრამ აიღო.

თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსმა სამხედრორბმა დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერუტორია დაბომბა. სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ წერტილოვანი დარტყმების შემდეგად 30 მებრძოლია ლიკვიდირებული.

დღის ამბები