06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
სააკაშვილის მხარდამჭერებს კიევის ცენტრში სცენის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს კიევის ცენტრში სცენის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ახალ ძალთა მოძრაობის წევრების განცხადებით, გვიან ღამით მაიდანზე რამდენიმე ათეული სამართალდამცველი გამოჩნდა და მათ კონსტრუქციის აგების საშუალებას არ აძლევდა.

პოლიცია განმარტავდა, რომ მოედანზე სხვა სცენა მონტაჟდება, რომელიც უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 100 წლითავისადმი მიღძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.

რამდენიმესაათიანი კამათის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სცენის აწყობა შეძლეს.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის განცხადებით, სამართალდამცველები პეტრო პოროშენკოს დავალებით მოქმედებდნენ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ოპოზიციას "იმპიჩმენტის მარშის" ჩატარების საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები