06 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
სირიიდან დევნილი ქურთები აფრინის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ

სირიიდან დევნილი ეთნიკური ქურთები აფრინის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ.

ხალხმრავალი აქცია შეძახილებით - "ერდოღანი მკვლელია", ქურთებმა პარიზის ცენტრში გამართეს და საერთაშორისო თანამეგობრობას თურქეთის ხელისუფლების შეჩერება მოსთხოვეს.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციას უკვე ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

დემონსტრანტებმა საფრანგეთის პრეზიდენტს ანკარას შესაჩერებლად ქმედითი ზომებისკენ მოუწოდეს. ორგანიზატორები ითხოვენ, რომ ემანუელ მაკრონმა ნატოს წევრი თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის საკითხი ალიანსის დღის წესრიგში დააყენოს.

დღის ამბები