06 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ჰარვი ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში უმა ტურმანმანიც ადანაშაულებს

ჰარვი ვაინშტეინს კიდევ ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი დაუპირისპირდა. ამჯერად ცნობილი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროვებაში უმა ტურმანმა დაადანაშაულა.

განცხადება მსახიობმა ნიუ-იორკ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ტურმანი ორ სხვადასხვა ინციდენტზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთი შემთხვევა პარიზში მოხდა. მსახიობი იხსენებს, რომ ვაინშტაინმა ის პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრაზე მიიწვია და მოლაპარაკების ნაცვლად, საუნაში შესვლა შესთავაზა.

მეორე შემთხვევა კი ლონდონში ერთი წლის შემდეგ მოხდა. პროდიუსერმა მას უხამსი სიტყვებით მიმართა, უხეშად მოჰკიდა ხელი და გენიტალიები აჩვენა.

უმა ტურმანის ბრალდებებს ჰარვი ვაინშტეინი უარყოფს და მსახიობს ცილის წამებისთვის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

დღის ამბები