20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
შინაპატიმრობაში მყოფი სააკაშვილი - კიევის ცენტრში საპროტესტო აქციები განახლდა 

მას შემდეგ, რაც უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, შინაპატიმრობა მიუსაჯეს, კიევის ცენტრში საპროტესტო აქციები განახლდა.

აქციის მონაწილეებმა "იმპიჩმენტის მარშისთვის" მზადება გასულ კვირას დაიწყეს. გადაწყდა, რომ აქციის მონაწილეები უკრაინის მთავარ პოლიტიკურ ცენტრში - მეიდანზე შეიკრიბებოდნენ. "იმპიჩმენტის მარშს" მზად დახვდა ოფიციალური კიევიც და სააკაშვილს და მის მომხრეებს ხრეშატნიკზე რკინის ბარიერები დაახვედრეს.

მაიდნიდან 500 მეტრში ევროპის მოედანზე დღეს 50 ათასი უკრაინელი შეიკრიბა.

ოპოზიციის ლიდერები მრავალათასიან მიტინგს საგანგებოდ გამართული სცენიდან მიესალმნენ. აქციას უკრაინული არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად პრეზიდენტ პოროშენკოსაც მიმართა.

18 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის ახალ ძალთა გაერთიანება აქციებს უკრაინის ყველა ცენტრალურ ქალაქში გეგმავს. ჩავა თუ ვერა რეგიონებში შინაპატიმრობაში მყოფნ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი, ეს მხოლოდ დროსა და მანძილზეა დამოკიდებული. დაანონსებულ მილიონიან მართამდე 2 კვირა დარჩა.

დღის ამბები