20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
"საია" მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიმართავს. დოკუმენტში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს დღეს წარუდგენს განხილულია ყველა ის საფუძველი, რა შემთხვევაშიც ქვეყანას არ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ექსტრადირების თაობაზე.

დოკუმენტში, ასევე, მიმოხილულია თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული საგანგაშო ვითარება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი, ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჩაბუქი თურქეთში აწამონ.

„საია" მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა დაუშვებელია. საქართველო ვალდებულია, რომ არ გადასცეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში აჩენს ეჭვებს, რომ დევნა, რომელსაც თურქული მხარე ახორციელებს უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი,“ - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

დღის ამბები