20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდება. გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენციაც.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომსაც შეხვდება.

ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ასევე მთავრობის წევრები.  

დღის ამბები