20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებს "ენმ" საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე ელოდება

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე ელოდება. ოპოზიციას სურს, მიიღოს ინფორმაცია, თბილისის გენერალური გეგმის მუშაობის მიმდინარეობის შესახებ.

„გენგეგმა თუ დარჩა მხოლოდ ქაღალდზე, დოკუმენტზე და თუ იქ მხოლოდ ოთხი თუ ხუთი ექსპერტის აზრი მოეხვა თავს საზოგადოებას და საზოგადოება თვითონ არ ჩაერთო და არ გაერკვია, რა დოკუმენტია გენგეგმა, მანამდე ქალაქში გაგრძელდება ქაოსი, მანამდე მერს ეგონება, რომ ეს დოკუმენტი ვარგა ან არ ვარგა და ეს იქნება სუბიექტური შეფასება,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური დირექტორი, მამუკა სალუქვაძე ოპოზიციასთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ყველა კითხვას არგუმენტირებულად უპასუხებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

დღის ამბები