20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
27-სართულიანი შენობის მშენებლობის პროტესტი გრძელდება - თბილისის მერიის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

აშენდება თუ არა ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი შენობა მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად - თბილისის მერიის გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატი ამბობს, რომ მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რადგან საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ მერია ატენზე მშენებლობას არ გააუქმებს, ადვოკატი ქართულ და ევროპულ სასამართლოებში სარჩელის შესატანად მზად არის.

„მე ველი კონკრეტულ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას თბილისისთვის და არა ატენისთვის, კონკრეტულად ქალაქ თბილისის მერისგან, კახა კალაძისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ სასამართლოში გავასაჩივროთ დაუყოვნებლივ. პარალელურ რეჟიმში, მოვამზადებთ სტრასბურგის სასამართლოსთვის განაცხადს,“ - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ. 

დღის ამბები