06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის ავიაციამ ინტენსიური დაბომბვები დაიწყო

სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშები გრძელდება. მეამბოხეების მიერ რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის ავიაციამ პროვინციაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო.

რამდენიმე ქალაქზე განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივ საავადმყოფოს დაეცა. მაშველებმა კლინიკის სამშობიარო განყოფილებიდან ახალშობილების ევაკუაცია განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ ავიაიერიშების სამიზნე ისლამისტი მებრძოლების პოზიციებია. 

დღის ამბები