06 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში ნიკოს ანასტასიადისს ამომრჩეველთა, თითქმის, 56%-მა დაუჭირა მხარი.

მან დამაჯერებელი გამარჯვება მემარცხენე ძალების წარმომადგენელზე მოიპოვა, რომელსაც 44% მიემხრო.

მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის მთავარ ამოცანად კვლავ 2-ნაწილად გაყოფილი კვიპროსის გაერთიანება იქნება.

არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში მომავალი 5 წლის განმავლობაში დარჩება. 

დღის ამბები