06 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ოფიციალური ანკარა ქურთი მებრძოლებისთვის შეიარაღების მიწოდების ფაქტების გამოძიებას გეგმავს

ოფიციალური ანკარა ქურთი მებრძოლებისთვის შეიარაღების მიწოდების ფაქტების გამოძიებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაადგინოს თუ ვინ აწვდის ქურთ მებრძოლებს სარაკეტო დანადგარებს და სხვა შეიარაღებას.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს, თავდასხმის შედეგად 5 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

თურქეთის ვიცეპრემიერი კი ვაშინგტონს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ქურთი მებრძოლების დახმარებისგან თავი შეიკავოს. მისი თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქურთული შენაერთების ფორმას ატარებენ, შესაძლოა, თურქი სამხედროების სამიზნე გახდნენ.

ოფიციალური ანკარას მონაცემებით, ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ შედეგად აფრინის რეგიონში 900-ზე მეტი ქურთი მებრძოლი და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი მოკლეს. 

დღის ამბები