როგორ სრულდება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება - ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
შეხვედრას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრიც ესწრება.
დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგიც, რომელიც 2020 წლამდე პრიორიტეტებს ეხება.
დღესვე გიორგი კვირიკაშვილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლს, ფედერიკა მოგერინის შეხვდება.