06 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის სასამართლო პროცესი იწყება

ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის სასამართლო პროცესი იწყება. 28 წლის აბდესლამი ბელგიელმა სამართალდამცველებმა თავდასხმებიდან 4 თვის შემდეგ, დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში დააკავეს.

ბელგიაში მისთვის წარდგენილი ბრალი პარიზის ტერაქტებს არ უკავშირდება. აბდესლამს ბელგიის პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სალაჰ აბდესლამი ამ დროისთვის პარიზის მახლობლად მდებარე ციხეში იმყოფება. 

დღის ამბები