06 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
Super Bowl - ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური შეხვედრა გრანდიოზული კონცერტის ფონზე ჩატარდა

ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური შეხვედრა მინეაპოლისში, ტრადიციულად, გრანდიოზული კონცერტის ფონზე ჩატარდა. Super Bowl-ის მატჩზე ტაიმებს შორის შესვენებისას ჯასტინ ტიმბერლეიკმა გულშემატკირებისთვის სცენიდან იმღერა.

შოუ 12 წუთს გაგრძელდა. პოპვარსვლავმა პრინცის მშობლიურ ქალაქში მის ხსოვნას მიაგო პატივი და მუსიკოსის ცნობილი ჰიტები შეასრულა.

გამოსვლების დროს მომღერალი მაყურებლებთანაც მიდიოდა და მათთან ფოტოებს იღებდა. ჯასტინ ტიმბერლეიკის გარდა, Super Bowl-ის ფინალურ მატჩზე ფინქმაც იმღერა. მან შეხვედრის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნი შეასრულა.

 

დღის ამბები