20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
მიმდინარეობს პოლიციის ინსტიტუტის ჩამოშლა - "ენმ-ის" წევრი, გია ხალვაში

"მიმდინარეობს პოლიციის ინსტიტუტის ჩამოშლა და პოლიციელების დემორალიზება" - ეს განცხადება ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა პოლიციელმა, გია ხალვაშმა გააკეთა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ უზრუნველყოს პოლიციელებისათვის სამუშაო პირობების შექმნა.

გია ხალვაშის თქმით, ამორტიზებულია კრიმინალური პოლიციის მანქანები. გია ხალვაში აცხადებს, რომ სამართალდამცავებს დაზიანებული აქვთ სამხრე კამერები, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მოვლენები ფირზე არ აღიბეჭდება.

„ენმ-ის" წევრის თქმით, ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები იცვლება მეორადი მოხმარების დეტალებით და ოფიციალურ საბუთებში ფიქსირდება, როგორც ახლით შეცვლა.

„რომელი ავტომობილებიც დაზღვეულია, საპატრულო პოლიციას შესაკეთებლად გადაჰყავთ თბილისში, სპეციალურ ცენტრში. მიტოვებული ავტომანქანებიდან ახლად ჩაყვანილ შესაკეთებელ ავტომანქანებზე უწვეთ ამ დეტალების შეცვლა, როგორც მეორადი დეტალი, ისე იცვლება, ხოლო უწყისში იწერება, როგორც ახალი დეტალის შეცვლა. აქ იწყება ზუსტად ის კორუფციული ჯაჭვი, რაც ამ გაუგებარ სადაზღვეო კომპანიებთან აქვთ ხელშეკრულება დადებული,“ - აცხადებს გია ხალვაში.

დღის ამბები