20 ნოემბერი 2024,   13:10
ვრცლად
"ბოლო წლებში ბევრ კარგ შედეგს მივაღწიეთ" - კვირიკაშვილი მოგერინის შეხვდა

ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმამ ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის კვლავაც რჩება პრიორიტეტად საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარება. ასევე მოგერინიმ კანონის უზენაესობასა და მედიაპლურალიზმზე ისაუბრა.

„ჩვენი ურთიერთობები და პარტნიორობა შესანიშნავია. ბოლო წლებში ბევრ კარგ შედეგს მივაღწიეთ ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებით, სავაჭრო ურთიერთობებით და ვიზალიბერალიზაციით. მოგვეცა ბევრი შესაძლებლობა და დღეს სწორედ ჩვენი პოტენციალის სრულ რეალიზაციაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ კონკრეტული სფეროები, რეფორმები, რომლებიც სრულად უნდა გატარდეს,“- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. 

„ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე ვაფასებთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას. საქართველო რჩება ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად. ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში. მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ ამბიციურ საგზაო რუკაზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მთავარ ევროპულ დღის წესრიგს,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფორმატში შედგა, რომელსაც საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც ესწრება.

დღის ამბები