06 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
რამდენიმე კვირიანი უნალექობა - ვენეციის არხებში წყალი დაშრა

რამდენიმე კვირიანი უნალექობის შედეგად ვენეციის არხებში წყალი დაშრა. ქალაქის ცნობილ არხებში წყლის დონემ 60 სანტიმეტრზე მეტით დაიწია. ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებში დამშრალ არხებში მდგარი ნავები და გონდოლები ჩანს. ამის გამო, რამდენიმე კალაპოტი მთლიანად ჩაკეტეს, თუმცა ვენეციის დიდი არხი, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დერეფანია, ამ დრომდე ღია რჩება წყლის ავტობუსებისთვის.

მეტეოროლოგების ვარაუდით, ვენეციის არხებში წყლის დონე ნორმას მომდევნო დღეების განმავლობაში დაუბრუნდება, რადგან ქალაქში წვიმაა მოსალოდნელი.

დღის ამბები