ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლის, სესილია მაალსტრომს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ინიციატივის მიხედვით ის ქართული საწარმოები, რომლებსაც სურთ იყვნენ ქართულ ბაზარზე, შეძლებენ ინდივიდუალურად გაიარონ აკრედიტაცია, რის შემდეგაც შესაძლებლობა მიეცემათ ამ ბაზარზე ჰქონდეთ წვდომა.
„აქვე იყო მიღწეული შეთანხმება, რომ ევროკავშირი დაიწყებს უკვე ინდივიდუალურად განხილვას საწარმოებისა. მათთვის აკრედიტაციის მისაცემად რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს, იმ შემთხვევაში თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ქვეყნის ასოცირება ექნებათ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ევროკავშირში და მიიღონ შესაძლებლობა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირში ის პროდუქცია, რომელსაც ისინი აწარმოებენ,“-განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გარდა ამისა საუბარი შეხვედრაზე შეეხო მართლმსაჯულების მესამე ტალღას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე განმარტავს რომ ეს ეხებოდა კომერციული პალატების იდეას და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებას.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს განიხილებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ჰუმანიტარული პრობლემებია.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა და მის ფარგლებში მიმდინარე პირისპირ შეხვედრები დასრულებულია. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელს დღეს დატოვებს.