დაღესტანი მთავრობის გარეშე დარჩა. რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფთან ერთად, რესპუბლიკის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დააპატიმრეს. მასთან ერთად აიყვანეს ორი ვიცე-პრემიერიც. მათ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
თავად დაკავებულები კი სპეცრეისით მოსკოვში ჩაიყვანეს. დაღესტნელ მაღალჩინოსნებს მოსკოვიდან გაგზავნილი თანხების მითვისება და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა ბრალდებათ.
სულ 7 ადამიანია დაპატიმრებული. სამართალდამცველებმა მაღალჩინოსანთა ოფისებსა და ბინებში ჩატარებული ჩხრეკის ამსახველი კადრებიც გაავრცელეს. პრემიერის ვილაში პოლიციელებმა დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს, მათ შორის იყო ოქროს პისტოლეტიც.