ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის” ლიდერთა ფორუმის საქართველო წელს პირველად შეუერთდა. მონაწილეებს თბილისის მერმა, კახი კალაძემ ღია მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული პეტიციების პორტალი - „შენი იდეა ქალაქის მერს” წარუდგინა. უკვე ცნობილია, რომ 17 ივლისს, დედაქალაქს 75-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა.