06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
იაპონიაში სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა - არის მსხვერპლი

მსხვერპლი მოჰყვა ავიაკატასტროფას იაპონიაში. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავარიის დროს ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორეს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

კატასტროფის შედეგად სახლს ხანძარი გაუჩნდა, ცეცხლი რამდენიმე წუთში გვერდით შენობებზეც გადავიდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, სახლის მაცხოვრებლებიდან ერთმა მხოლოდ მსუფუქი დაზიანება მიიღო. ამ დრომდე უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი. 

დღის ამბები