06 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
მალდივებზე ყოფილი პრეზიდენტი აბდულ გაი უმი დააკავეს

მალდივებზე ყოფილი პრეზიდენტი აბდულ გაი უმი დააკავეს. რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

პოლიტიკური კრიზისი კუნძულებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ეწინააღმდეგება.

სამართალდამცველებმა ასევე უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე დააპატიმრეს. თუ რა ბრალდებები აქვთ წაყენებული დაკავებულებს, ამ დრომდე უცნობია.

აბდულ გაი უმი, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ნახევარძმაა, ქვეყანას 2008 წლამდე, 30 წლის განმავლობაში მართავდა.

დღის ამბები