06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
კალინინგრადში სარაკეტო სისტემების განლაგება საფრთხეს ევროპის ქვეყნებს შეუქმნის

რუსთის მიერ კალინინგრადში ისკანდერების სარაკეტო სისტემების განლაგება საფრთხეს ევროპის ქვეყნებს შეუქმნის - განცხადება ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა ნატოს სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგების ერთი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე გააკეთა.

ლიდია გრიბაუსკაიტეს თქმით, რეგიონში ვითარება კვლავ საფრთხის შემცველია და რუსეთის მიერ ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების ბალტიის ქვეყნების სიახლოვეს განლაგება, ამის მაჩვენებელია.

შექმნილ ვითარებას სერიოზული უწოდა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ. როუზ გოტემიოლერმა განაცხადა, რომ ნატო ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში შეიარაღების გადაადგილებას.

მოსკოვმა კალინინგრადის რეგიონში სარაკეტი კომპლექსების განთავსება 2016 წელს დაიწყო.

დღის ამბები