20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
"სასამართლო საქმის მსვლელობისას პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა" - დავით მათიკაშვილი ჩაბუქის საქმეზე

"სასამართლო საქმის მსვლელობისას ცხადია, პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა და პოლიტიკურად ვერ მოახდენს შესაბამის გავლენას. ეს არის სასამართლოს საქმე,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე გაკეთა, რომლის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.  

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება ობიექტურად იქნება გამოტანილი,“ - აღნიშნა მათიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები