20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს - ოპოზიცია ჩაბუქის საქმეზე

ოპოზიცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს ეხმაურება, რომლის ექსტრადირების მოთხოვნაზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. ოპოზიციის წევრების შეფასებით, ქვეყნის ავტორიტეტის შელახვა იქნება, თუ თურქეთს ჩაბუქს გადასცემენ.

„როგორც ჩანს, ხელისუფლების ინტერესია, პროკურატურის, რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესს გამოხატავს, რომ ამ ადამიანის ექსტრადირება მოხდეს. ნებისმიერ გადაწყევტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ექსტრადირების შესახებ, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციას, ვინაიდან უკვე არის კონსესუსი საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური დევნის ობიექტი თურქეთში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, ადვოკატს შეუძლია, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, იხელმძღვანელებს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით და შეისწავლის გულდასმით საქმეს და გადაწყვეტილებას ისე გამოიტანს. თუ არ აღმოჩნდა ასე და ჩვენი მართლმსაჯულება ვერ პასუხობს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ადვოკატს ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დროებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვოს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები