20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობის ვადა ამოიწურა

მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობის ვადა ამოიწურა. განცხადება სააპელაციო სასამარლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა. რუსლან ჩერნოლუცკი განმარტავს, რომ პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა 5 დეკემბრით თარიღდება, შესაბამისად, აღკვეთი ღონისძიებაც ამ რიცხვით უნდა აითვალოს.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ გათვლებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვადა 6 თებერვალს ამოეწურა და მიხეილ სააკაშვილს ყველა შეზღუდვა მოეხსნა. ამის მიუხედავად,  "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი ვალდებულია, მიიღოს უწყებები და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა.

ადვოკატის თქმით, აღკვეთი ღონისძიების ვადის გასაგრძელებლად გენერალურ პროკურატურას სასამართლოსთვის უნდა მიემართა, თუმცა კანონიერი ვადა უკვე ამოიწურა.

რუსლან ჩერნოლუცკი არ გამორიცხავს, რომ ლუცენკოს უწყება ამ ნაბიჯზე მხოლოდ იმის გამო არ წავიდა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ეჭვმიტანილის სტატუსის მოხსნას და საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს.

დღეს კიევის სასამართლოში ოპოზიციის ლიდერის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.

 

დღის ამბები