06 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
იაპონიის პრემიერმა სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

იაპონიის პრემიერმინისტრმა სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კი, გამოძიება დაიწყო.

სამხედრო ვერტმფრენი კანზაკის დასახლებაში ჩავარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან მსხვერპლი არ არის.

კატასტროფის შემდეგ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ახლოს მდებარე სახლებზე სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები