20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ვანის მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიგი უგულავამ ვანში სოციალურად დაუცველი გულნაზი შარაშენიძე მოინახულა, ქალბატონს შემწეობა გაუგებარი მიზეზებით მოუხსნეს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლიც რაიონში აწუხებთ, ინფრასტრუქტურული საკითხებია. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებთან ერთად გეგმავს პროგრამის შემუშავებას და მის განხორციელებასაც.

„განსაკუთრებით აქ, ვანში აქვთ განცდა აბსოლუტური მიტოვებულობის, რომ ხელისუფლება მათთვის არ არსებობს,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა.

დღის ამბები