06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
მსოფლიოს საფონდო ბაზარზე კრიზისია

მსოფლიოს საფონდო ბაზარზე კრიზისია. ნიუ იორკის შემდეგ, აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა ევროპისა და აზიის ბირჟებზეც. დოუ ჯონსის საფონდო ინდექსმა 2011 წლის შემდეგ, პირველად 4.6 მეათედი პროცენტით დაიწია, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოყვა ჯერ აზიის, შემდეგ კი ევროპის საფონდო მაჩვენებლებზე.

ექსპერტების ვარაუდით, ვარდნა ფინანსურ ბაზრებზე მოკლევადიანი არ იქნება და შესაძლოა, მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს. კრიზისი უკვე აისახა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონებაზეც, მათ 114 მილიარდი დოლარი იზარალეს.

აქციებზე ფასის ვარდნის გამო, ერთ დღეში უორენ ბაფეტმა 5 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. მარკ ცუკერბერგის ქონება კი, 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარით შემცირდა.

კრიზისი რუსეთის ბაზარზეც აისახა. რუსული ინდექსები 3 პროცენტით დაეცა, რასაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც მოჰყვა.

დღის ამბები