06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
აზერბაიჯანის ოპოზიცია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

აზერბაიჯანის ოპოზიცია 11 აპრილისთვის დანიშნულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მმართველი პარტია ვადამდელ არჩევნებში კანდიდატად ისევ ილჰამ ალიევს ასახელებს.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად უკვე სამჯერ აირჩიეს. მას მესამე ვადა ოქტომბერში ეწურება. არჩევნებიც 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა კენჭისყრა 11 აპრილს დანიშნა. მანამდე კი, ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ორზე მეტი ვადით არჩევის უფლებას ანიჭებს.

ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს და საკუთარ მომხრეებს საარჩევნო პროცესის ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები