06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
თეთრი სახლის იურისტები დონალდ ტრამპს ურჩევენ, სპეცპროკურორს ჩვენება არ მისცეს

თეთრი სახლის იურისტები დონალდ ტრამპს ურჩევენ, სპეცპროკურორს ჩვენება არ მისცეს, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევას იძიებს. ინფორმაციას New York Times აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების კეთება ახასიათებს, იურისტები შიშობენ, რომ რობერტ მალერთან საუბრის დროს, ის შეცდომას დაუშვებს, რასაც შესაძლოა, ცრუ ჩვენების ბრალდება მოჰყვეს.

რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეცანგარიშის გამოქვეყნებას აპირებს „დემოკრატიული პარტია“. 10 გვერდიანი ანგარიში "დემოკრატების" გავლენიანმა კონგრესმენმა ადამ შიფმა მოამზადა და იმ ხარვეზებს გასცა პასუხი, რომლებიც „რესპუბლიკელების“ ანგარიშში აღმოჩნდა.

ტრამპის თანაპარტიელების მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტრამპის მრჩეველზე თვალთვალისას ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და იუსტიციის დეპარტამენტმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.

„დემოკრატების“ დოკუმენტის გასაჯაროებაზე ნებართვის გასაცემად დონალდ ტრამპს 5 დღიანი ვადა აქვს.

დღის ამბები