20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
არ შეიძლება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემოდეს ნებართვები - ვატო შაქარაშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის წევრი, ვატო შაქარაშვილი, არჩევანის ეთერში თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე საუბრობს.

„რა თქმა უნდა, მშენებლობას არავინ არ ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ბიზნესის ამ მიმართულებას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ქალაქი უნდა აშენდეს, გაშენდეს და განვითარდეს სწორად. არ შეიძლება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გაიცემოდეს ნებართვები,“ - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

ვატო შაქარაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის საკრებულოში ყველა სამშენებლო ნებართვის გადახედვა დაიწყო.

დღის ამბები