თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა ვაჩეიშვილი, არჩევანის ეთერში თბილისის გენგეგმაზე საუბრობს.
ნიკა ვაჩეიშვილი აღნიშნავს, რომ ვიდრე გენგეგმა ამოქმედდება, მანამდე ცდილობენ, თუნდაც, რეკრიაციული ზონების მითვისებას.
„დღეს ჩვენ გვჭირდება უკვე ქალაქის ფრთხილი განვითარების პოლიტიკა. ეს არის ფრთხილი რეგენერაციის, ფრთხილი განახლების პოლიტიკა, რომელიც არის სულ სხვა კრიტერიუმები,“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა.
ნიკა ვაჩეიშვილი აღნიშნავს, რომ გენგეგმის განხილვა გარკვეულწილად ჭიანურდება. ის თბილისის მერს ღია განხილვებისკენ მოუწოდებს.