20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
სელფებით კეკლუცობის გარდა, მე ვერაფერი ვერ ვნახე - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, არჩევანის ეთერში დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობებზე საუბრობს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ყველა გაცემულ ნებართვაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

„როგორც უგულავამ მოასწრო და დაყარა ბოლო სამი თვის განმავლობაში ნებართვები, ასევე დაყარა ნარმანიამაც ნებართვები,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ქაოტური მშენებლობების თუ ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით არაფერი გაკეთებულა.

„სელფებით კეკლუცობის გარდა, მე ვერაფერი ვერ ვნახე და მიწისქვეშა გადასასვლელების გარეცხვის გარდა, ამის გარდა, მე ვერაფერი ვერ ვნახე. ზონალური საბჭოს გაუქმება კარგი იყო, მაგრამ დანარჩენი, რაც ხდება, ის ყველაფერი აჩვენებს, რომ ზონალური საბჭოს გაუქმება იყო აბსოლუტურად ჰაერზე გაკეთებული პიარნაბიჯი და მეტი არაფერი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი გენგეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს "მავნებლობად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ "გენგეგმას გაწერილი დრო ჰქონდა, როცა უნდა განხორციელებულიყო".

ელისაშვილის თქმით, ქაოსურ მშენებლობებს სწორედ გენგეგმა უნდა გაუმკლავდეს.

ალეკო ელისაშვილი სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით კორუფციის არსებობაზეც საუბრობს.

„ახლა რატომ არ აწყობთ წესები? იმიტომ, რომ წესების შემოღება კრძალავს და აგვარებს უწესობას და შესაბამისად, ნაკლები სივრცე რჩება მაიმუნობისთვის, მამაძაღლობისთვის, კორუფციული სამშენებლო ნებართვების გაცემისთვის და კალაძეც იმ გუნდის წარმომადგენელია და მიხვდა, რომ აქეთ არის წესები და ნაკლები ფული და აქეთ არის უწესობა და ძალიან ბევრი ფული. აწონა-დაწონა და მიადგა ამ უწესობას და ამიტომ ებრძვიან ამ გენგეგმას,“ - განაცხადა ელისაშვილმა. 

დღის ამბები