20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
ძნელია, მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მშენებლობის შეჩერების, სადაც რამდენიმე სართული უკვე აშენებულია - ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, თბილსის გენგეგმასთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს. ირაკლი ხმალაძე ოპონენტების საპასუხოს აღნიშნავს, რომ გენგეგმის გაჭიანურება არ ხდება.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ურბანული მიმართულებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და მერია აქტიურად არის ჩართული გენგეგმის განხორციელებაზე. მისივე თქმით, გენგეგმას დასაბუთება აკლდა და სწორედ ამაზე მიმდინარეობს ამ შენიშვნების გათვალისწინება.

ის ალეკო ელისაშვილს ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ოპონენტები ცდილობენ, რომ მერიას ისევ ცუდი იმიჯი შეუნარჩუნდეს.

ირაკლი ხმალაძე ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს, უგულავას მერობის დროს, გაიცა.

„როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ. ძნელია, მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მშენებლობის შეჩერების და პრობლემის მოგვარების, სადაც რამდენიმე სართული უკვე აშენებულია,“ - განაცხადა ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ მერიაში მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არქონის გამო არ მიიღეს. 

ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ სტრუქტურული რეფორმა 22 თებერვლიდან ძალაში შედის.

დღის ამბები