ქუთაისში დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატები ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის არის კანონპროექტები შრომის უსაფრთხოებისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ, ასევე ცვლილება მაუწყებლობის შესახებ კანონში.
მიმდინარე კვირას დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ ოპოზიციის 4 ინიციატივაზე საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. საუბარია "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, აფგან მუხთარლისა და ვანო მერაბიშვილის საქმეებზე.