იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, მოსამართლეთა უვადო განწესების შესახებ გასაუბრების პირველმა დღემ ხმაურიანად ჩაიარა. მიზეზი პრეზიდენტის მიერ საბჭოში წარდგენილი, ანა დოლიძე და მისი სხდომაზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გახდა. საბჭოს წევრები თვლიან, რომ დოლიძე საბჭოში გიორგი მარგველაშვილის ინტერესების გატარებას ცდილობს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და არ გამორიცხეს რომ არამოსამართლე წევრებზე გარკვეული ეთიკის ნორმებიც დაწესდეს. ანა დოლიძის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიები მიუღებელია სამოქალაქო სექტორისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს არ სურთ მიიღონ განსხვავებული აზრი.