06 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ძლიერ მიწისძვრას ტაივანში 2 ადამიანი ემსხვერპლა

2 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას ტაივანში. დაშავებულთა რაოდენობამ კი 200-ს გადააჭარბა. 6.4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა, ყველაზე მეტად ქალაქი ჰუა-ლიენი დაზარალდა, სადაც სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად ამ დრომდე მიმდინარეობს. მიწისძვრამ დაზიანდა საავტომობილო გზები, შენობის ძლიერი დაზიანების გამო მუშაობა უჭირს ადგილობრივ საავადმყოფოსაც. თავშესაფრებში ამ დრომდე 800 ადამიანზე მეტი იმყოფება. სამაშველო ოპერაციაში დღეიდან სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვებიან. 

დღის ამბები