06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
კომპანია "სფეის იქსმა" მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კოსმოსური რაკეტის გაშვება წარმატებით მოახდინა

კომპანია "სფეის იქსმა" მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კოსმოსური რაკეტის გაშვება წარმატებით მოახდინა. "ფალკონ ჰევი" ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. ორბიტაზე, რომელიც მზიდან მარსის მიმართულებით არის გადაჭიმული, კომპანიის ხელმძღვანელის პირადი ავტომობილი, ტესლა როუდსტერი გააგზავნეს. მანქანის საჭესთან სკაფანდრში ჩაცმული მანეკენი ზის. ილონ მასკის განმარტებით, ავტომობილის უშუალოდ მარსის ორბიტაზე მოხვედრის შანსი მცირეა, თუმცა წარმატების შემთხვევაში ის პლანეტის გარშემო მილიონობით წლის განმავლობაში იმოძრავებს.
"სფეის იქსს" რაკეტის წარმატებული გაშვება დონალდ ტრამპმა მიულოცა. 

დღის ამბები