20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ენმ საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს და მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს

„ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს.ოპოზიცია ცდილობს საკრებულოში მისვლა თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობას მოსამართლემ დაავალდებულოს. ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებით მიმართავს მთავარ პროკურატურასაც  და უწყებისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს რათა დადგინდეს დაარღვია თუ არა კანონი საკრებულოს თავმჯდომარემ, როცა ყველანაირი არგუმენტის გარეშე რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი განაცხადა.

"ვამზადებთ სარჩელს რომ მაღალი თანამდებობის პირები, საქალაქო სამსახურების უფროსებს, რომლებსაც კანონი ავალდებულებს, რომ ფრაქციის სხდომაზე, ასევე რიგგარეშე სხდომაზე, ასევე ჩვენს მიერ მოწვეულ, დაპატიჟებულ ვალდებულებით მოყვანაზე ისინი ვალდებული არიან მოვიდნენ და კონკრეტული პასუხები გაგვცენ, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. ტყემალაძესთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რამდენად გამოიკვეთა სამოხელეო დანაშაული, რომელიც გულისხმობს თანამდებობრივ გულგრილობას, როდესაც მან არ ჩანიშნა საკრებულოს სხდომა, რომელიც მას რეგლამენტის თანახმად ევალებოდა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები