მთავრობის სხდომა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებით გახსნა. მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პრემიერმა ევროპის დედაქალაქში განხილული საკითხები გააცნო.
კვირიკაშვილის განცხადებით, მან ბრიუსელში ენერგეტიკული კუთხით საქართველოს მნიშვნელობასა და პოტენციალზე ისაუბრა, პრემიერის თქმით, შესაძლებლობა, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს, ევროპაში კიდევ უფრო მაღალია. პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის გაზრდა ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაშიც გამოიღებს შედეგს.
"ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დგამს ნდობის აღდგენის კუთხით, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით აფხაზებთან, ოსებთან გამოიღებს მნიშვნელოვან შედეგებს, ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი წინადადებების განხორციელების მიმართულებითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“-განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.