საპარალამენტო ოპოზიცია იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურნენ. ოპოზიციის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანური მმართველობაა და ამის შედეგია ის დაპირისპირება, რომელიც არსებობს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის.
"ეს ორგანო იქაც ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ რაღაც ჯგუფად, პატარა კლანად. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიახლე სტატუსკვოსი თვითონ იუსტიციის საბჭოს შიგნით ამ საბჭოს წევრების უმრავლესობისთვის მიუღებელია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს შეტევა, რომელიც მათ ანა დოლიძის წინააღმდეგ მიიტანეს,“- განცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციის წევრების თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრები ანა დოლიძეს ცენზურას უწესებენ, რომ მან მოსამართლეების რეალური საქმიანობა არ შეაფასოს.
„აშკარაა, რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში არის ჩამოყალიბებულია მოსამართლეების კლანური მმართველობა, რომლებიც ასრულებენ პირდაპირ ხელისუფლების დაკვეთას. ვხედავთ, რომ ისინი იუსტიციის საბჭოს წევრს უწესებენ ცენზურას, რომ მან რეალური შეფასება გაუკეთესო მათ საქმიანობას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.